სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ქურდობის ფაქტზე 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს

11 დეკემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ქურდობის ფაქტზე  21 წლის ახალგაზრდა დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა ქუთაისში ქურდობის ფაქტი აღკვეთეს.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობისას, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლით).

თეგები: ქუთაისი