სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტიდან ლატვიის მიმართულებით ფრენები შესრულდება

13 დეკემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის აეროპორტიდან ლატვიის მიმართულებით ფრენები შესრულდება

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლატვიის მიმართულებით ავიარეისებს 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყებს – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას შესრულდება. ქუთაისი-რიგის მიმართულებით ბილეთების შეძენა დღეიდან wizzair.com-ზე იქნება შესაძლებელი, ბილეთის ფასი 52.99 ლარი/19.99 ევროდან დაიწყება.

Wizz Air-ი ამჟამად 18 მიმართულებით 12 ქვეყანაში დაფრინავს.