ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია შადრევნების ექსპლუატაციისთვის 109 258 ლარს გადაიხდის

14 დეკემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 17

ქუთაისის მერია შადრევნების ექსპლუატაციისთვის  109 258 ლარს გადაიხდის

სატენდერო წინადადების მიღება 22 დეკემბერს დაიწყება და სამი სამუშაო დღე გაგრძელდება.

ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და სასმელი სოკოების ექსპლოატაციის და მომსახურების გაწევისთვის ქალაქის მერია 109 258 ლარიან ტენდერს აცხადებს.

მიმწოდებელი“ ვალდებულია მომსახურების გაწევა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ინსპექტირების ჯგუფის წევრების დავალების შესაბამისად განახორციელოს.

ტენდერში გათვალისწინებული პირობების მიხედვით, შადრევნებისა და სასმელი სოკოების ექსპლოატაცია და მომსახურება 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაგრძელდეს.

მიმწოდებელს შესრულებული უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის სამუშაოები.

წინადადების მიღება 22 დეკემბერს დაიწყება და სამ სამუშაო დღეში დასრულდება.

თეგები: შადრევანი