შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი მიხეილ ნარიაშვილი წლის საუკეთესო მორაგბის წოდებისთვის იბრძვის

14 დეკემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 155

ქუთაისელი  მიხეილ ნარიაშვილი  წლის საუკეთესო მორაგბის წოდებისთვის იბრძვის

წლის საუკეთესო მორაგბეს სოციალური ქსელის საშუალებით გამოავლენენ.

ქუთაისელი მორაგბე მიხეილ ნარიაშვილი, შესაძლოა, წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდეს.

წლის საუკეთესო მორაგბის გამოსავლენად კონკურსი სოციალურ ქსელში მიმდინარეობს. ნარიაშვილი ხუთეულში მოხვდა და გამარჯვების შემთხვევაში, წლის საუკეთესო მორაგბის სტატუსს მოიპოვებს.

კონკურსის წესების მიხედვით, სოციალური ქსელის მომხმარებელმა, 24 საათში ერთხელ კანდიდატის გვარი „#“-თან ერთად უნდა დაწეროს.

ნარიაშვილი ამჟამად საქართველოს რაგბის ნაკრებისა და ფრანგული „მონპელიეს“ მორაგბეა. ნაკრებამდე კი იგი ქუთაისის რაგბის კლუბ „აიას“ მოთამაშე იყო.

თეგები: ნარიაშვილირაგბისპორტი