ქალაქის რეაბილირიტებულ უბანში დღეს განთავსებულ ნაძვის ხესთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციას ქუთაისის მერია გამოეხმაურა. მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ადგილზე ახალი ნაძვის ხე განთავსდება, რომლის სიმაღლეც 7 მეტრია.
“ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში რამდენიმე დღეში ახალი ნაძვის ხე დაიდგმება, რომლის მოსამზადებელი სამონტაჟო სამუშაოები უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში ცისფერყანწელთა ქუჩაზე სწორედ ასეთი ნაძვის ხე განთავსდება. ახალი ნაძვის ხის სიმაღლე 7 მეტრია”,-ნათქვამია მერიის განცხადებაში, სადაც საახლწლო სამზადისთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზეც ვკითხულობთ. მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია 2 კვირაა, რაც მუშაობას შეუდგა და საგანგებო სიტუაციაში დაჩქარებული წესით მოხერხდა ახალი განათებების შეძენა.
ქალაქში საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბრისთვის აინთება.