სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში არასრულწლოვანი დაჭრეს

20 დეკემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში არასრულწლოვანი დაჭრეს

ქუთაისში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა სულხან -საბას დასახლებაში, ე.წ. ბოშების უბანში მოხდა, აიდინოვების ოჯახში გვიან ღამით სამი ნიღბიანი შეიჭრა. ოჯახის ინფორმაციით, ნიღბიანებს მოზარდმა წინააღმდეგობა გაუწია. სწორედ ამ დროს მოხდა გასროლა. დაზარალებულს ტყვია ფეხზე მოხვდა. 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. შსს-ში ფაქტს ჯერ ვერ გვიდასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საკითხს იკვლევენ.