სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

22 დეკემბრიდან საქართველოში ამინდი უარესდება

21 დეკემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

22 დეკემბრიდან საქართველოში ამინდი უარესდება

22 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე საქართველოს ტერიტორიზე ამინდს განაპირობებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით.

24 დეკემბრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

IPN.GE