ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისსა და სამტრედიაში უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს

21 დეკემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისსა და სამტრედიაში უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის განყოფილების თანამშრომლებმა, ქუთაისსა და სამტრედიაში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 4 სხვადასხვა გადასახადის გადამხდელის ობიექტში, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას ქვემდებარე, უაქციზო სიგარეტი – ჯამში 2,800 ღერი აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, საქმეთა მასალები კი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

ipn.ge