სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პარტნიორი TUM იქნება

22 დეკემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პარტნიორი TUM იქნება

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პარტნიორი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2018 წლიდან უნივერსიტეტის მშენებლობის აქტიური სამუშაოები დაიწყება.

„ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები, ჩატარდა შესარჩევი კონკურსი და შეირჩა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც იქნება მთავარი პარტნიორი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, მისი ეგიდით გაიხსნება უნივერსიტეტი და ის დაფარავს რეგიონს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ადგილზე ამ დროისთვის ქვაბულის მშნებელობა მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი 2019 წელს დასრულდება.

bm.ge