სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალწითელას პანსიონატის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადასცეს

26 დეკემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

წყალწითელას  პანსიონატის  ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი  გადასცეს

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ქალბატონებმა წყალწითელას მოხუცთა პანსიონატში მცხოვრებ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საახალწლო ნობათი, რომელიც მოხუცებს დაურიგდათ, გარდაცვლილი ჟურნალისტის სოფო ბობოხიძის საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხით შეიძინეს.

შეგახსენებთ, რომ სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო 19 დეკემბერს საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას მხარდაჭერით გაიმართა.