სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულომ რეორგანიზაციის საკითხის განხილვის გადადებას მხარი არ დაუჭირა

27 დეკემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის საკრებულომ რეორგანიზაციის საკითხის განხილვის გადადებას მხარი არ დაუჭირა

ქუთაისის საკრებულო დღეს 21 საკითხს განიხილავს.

სხდომაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკრებულოს დღის წესრიგიდან რეორგანიზაციის საკითხის ამოღება მოითხოვა. გიგა შუშანიას განცხადებით, საკითხი კომისიებზე არ განხილულა, ამიტომ ჯობს განხილვა გადაიდოს.

საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, საკითხი განხილული იყო საკრებულოს მიერ, ამიტომ ვერ დაეთანხმება ოპონენტს, თუმცა მან საკითხი კენჭისყრაზე მაინც დააყენა.

რეორგანიზაციის საკითხის განხილვის გადადებას მხარი მხოლოდ სამმა “ნაციონალმა” დეპუტატმა დაუჭირა, “ევროპული საქართველოს” წევრებმა თავი შეიკავეს, უმრავლესობამ კი დღის წესრიგის არსებული ფორმით გაგრძელებას დაუჭირეს მხარი.

სხდომას მერი და ვიცე-მერები ესწრებიან.