ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მშენებლობაზე 2 ადამიანი დაიღუპა

27 დეკემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

ქუთაისში მშენებლობაზე 2 ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, ბალახვანში მშენებლობაზე 2 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა გააჟღერა.

ჭიღვარიას თქმით, მშენებლობების საკითხი მოწესრიგებას საჭიროებს.

შსს ადასტურებს მომხდარ ფაქტს. უწყების განცხადებით, გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით გულისხმობს.

შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე, ხიდის მიმდებარე მშენებლობაზე მოხდა.