ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა

28 დეკემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა

ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში რამდენიმე დღის წინ მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც გზის სავალი ნაწილი ჩაიტანა და ჩახერგა.
მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან, მოადგილესთან და საფიჩხიის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
მისი განცხადებით, აუცილებლად მიექცევა ყურადღება აღნიშნულ პრობლემებს, რათა მოსახლეობას საფრთხეები არ შეექმნას და სიტუაცია დროულად მოგვარდეს.

,,ჩვენ მალე უნდა მოვაგვაროთ აღნიშნული პრობლემა, რათა მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას და ყველაფერი დროულად მოგვარდეს. რამდენიმე დღის წინ მეწყერი ჩამოწვა და გზის სავალი ნაწილი ჩაიტანა, რაც საფრთხის შემცველია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენ ადგილზე ვეცნობით არსებულ სიტუაციას და პრობლემის მოგვარებასაც მალევე დავიწყებთ,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.