ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 16 ბუნებრივი სასულეს ექსპლოატაციისთვის ქალაქის მერია 33 141 ლარს გადაიხდის.
ტენდერში გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია ბუნებრივი კარსტრული ხვრელების ექსპლუატაცია ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მერიის შესაბამისი სამსახურის ინსპექტირების ჯგუფის წევრების დავალების შესაბამისად განახორციელოს.
ქუთაისის მერიამ პეტრიწის ქუჩაზე არსებული სასულეების საექსპლუატაციოდ ტენდერი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა და სამუშაოები უკვე დასრულებულია.
წინადადების მიღება 3 იანვარს დაიწყება და ორი დღე გაგრძელდება.