ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მესხიშვილის თეატრი ზამთრის არდადეგებზე საბავშვო სპექტაკლებს წარმოადგენს

29 დეკემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

მესხიშვილის თეატრი ზამთრის არდადეგებზე საბავშვო სპექტაკლებს წარმოადგენს

ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ზამთრის არდადეგებზე მაყურებელს საბავშვო სპექტაკლებს სთავაზობს.

თეატრში ჩვენებები 3 იანვრიდან დაიწყება. 3-5 იანვარს სპექტაკლი “სათაგური” გაიმართება. 6-7 იანვარს “ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალის” ნახვა შეგეძლებათ. 11-12 იანვარს გაიმართება “ჭინჭრაქა”.

თეატრში იანვრის განმავლობაში ყველა ასაკის მაყურებელზე გათვლილი სპექტაკლი გაიმართება.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, ნახოს “ცილინდრი”, “პიგმალიონი”, “სიყვარულის ქრესტომატია”, “რევიზორი”, “უბედურება”.