სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“2018-ს დიდი გამოწვევებით, შემართებით და იმედით ვხვდებით” – ნიკა ლატარია

31 დეკემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

“2018-ს დიდი გამოწვევებით, შემართებით და იმედით ვხვდებით” – ნიკა ლატარია

2018-ს დიდი გამოწვევებით, შემართებით და იმედით ვხვდებით -აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე. ნიკა ლატარია ქუთაისსა და სრულიად საქართველოს, ასევე ემიგრაციაში მყოფ ქართველებს შობა-ახალ წელს ულოცავს.

“ჩემო თანაქალაქელებო, ჩემო ქუთაისელებო, სრულიად საქართველოში და ემიგრაციაში მცხოვრებო ქართველებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, მჯერა რომ ეს წელი ჩვენთვის იქნება პრობლემების დაძლევის, ქალაქის სწორი და უკეთესი მიმართულებით ცვლის წელი.
2018-ს ჩვენ დიდი გამოწვევებით, შემართებით და იმედით ვხვდებით.
ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, კიდევ უამრავი მიზანი გვაქვს ერთად მისაღწევი.
სიკეთით დავძლიოთ ყველა გამოწვევა, უფალი გფარავდეთ!”-აცხადებს ნიკა ლატარია.