2017 წლის საუკეთესო ძალოსანის ნომინაციაზე ქართველი ლაშა ტალახაძეა წარდგენილი. გამოკითხვას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ატარებს. ტალახაძის გულშემატკივარს გამოკითხვაში მონაწილეობა მოცემული ლინკის საშუალებით შეუძლია
http://www.iwf.net/best-lifters-2017/
გამოკითხვის წესები შემდეგია:
1 – გახსენით ლინკი; 2 – ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ ნომინანტთა შორის მონიშნეთ ლაშა ტალახაძე. ასევე აუცილებელია ერთი ნებისმიერი ძალოსანი ქალის არჩევაც; 3 – მითითებულ გრაფაში მიუთითეთ თქვენი სახელი, ქვეყანა და ელექტრონული ფოსტა; 4 – შეიყვანეთ კოდის ველში მითითებული ციფრების კომბინაცია.ხმის მიცემის პროცესი 2018 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.