სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

7 იანვარს საშობაო მსვლელობა მოეწყობა

5 იანვარი, 2018 • ხატია ბანძელაძე • 1

7 იანვარს საშობაო მსვლელობა მოეწყობა

ქუთაისში საშობაო მსვლელობა „ალილო“ 7 იანვარს გაიმართება.

მსვლელობა 12:00 საათზე მერიასთან დაიწყება, შობის მახარობლებს მეუფე კალისტრატე დალოცავს.

მახარობლები, ტრადიციულად, ქალაქში გალობით დადიან და მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავენ.

შეგროვებული სურსათ-სანოვაგე და საჩუქრები დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატს და სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.