სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

6 იანვარი, 2018 • ნიუპრესი • 1

უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა 9–15 გრადუსი იქნება, მთაში მოთოვს.

7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება.

დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 11–16 გრადუსია მოსალოდნელი.

8 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში დღისით უნალექო ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს, თბილისში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

9 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს ამინდი კვლავ შეიცვლება და იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, თბილისში კი უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ასევე, ქვეყნის უმეტეს რაიონში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი, ზოგან კი 17–22 მეტრი წამში იქნება.

ipn.ge