ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შემსწავლელმა კომისიამ ზარალის დათვლა დაასრულა. კომისიის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში მუნიციპალიტეტს ორი მილიონი ლარის ზარალი მიადგა, რის სალიკვიდაციოდაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გადაირიცხა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი საპროექტო სამუშაოებზე და დაიწყება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.
გასული წლის დეკემბერში ძლიერმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. დაზიანდა ნაპირსამაგრები, სახიდე-საბოგირე გადასასვლელები და შიდა სასოფლო-საავტომობილო გზები.