გასული წლის დეკემბერში იმერეთის გუბერნიაში საახალწლოდ პრემია არ გაცემულა, თუმცა გუბერნიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ გუბერნიამ საახალწლოდ თანამდებობის პირებსა თანამშრომლებზე დანამატის სახით 11 570 ლარი გასცა.
დანამატის სახით 2 950 ლარი გაიცა იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის სახელზე.
8 620 ლარი გაიცა 28 თანამშრომელზე (მათ შორის ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები), თითოეულმა საახალწლოდ 270-270 ლარი მიიღო.
რაც შეეხება 2017 წლის მთლიან მონაცემებს, იმერეთის გუბერნიაში 121 682 ლარის დანამატი გაიცა.
დანამატის სახით წლის განმავლობაში იმერეთის გუბერანტორმა გივი ჭიჭინაძემ 35 400 ლარი მიიღო.
5 400 ლარით განისაზღვრა მერის მოადგილის გრიგოლ დალაქიშვილის დანამატი. ამავე პოზიციაზე ყოფინასას 2 637, 50 ლარი მიიღო იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის მერის პოსტზე დასახელებამდე 2 487, 50 ლარი მიიღო გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც ვიცე-გუბერნატორის პოსტს იჭერდა. 13 500 ლარი მიიღო პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიდრე ჭიათურის მერის პოსტზე კანდიდატად დასახელდებოდა.