საქართველოს არაოლიმპიური სპორტის სახეობათა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. გამარჯვებულთა შორის მოხვდა ქუთაისელი “სტრონგმენი”. კოტე ჯანაშია წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელდა.
ჯანაშია მსოფლიო ვიკინგის თასის ერთ-ერთი გამარჯვებულია. მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცთა შორის მესამე ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულები ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში.
ღონისძიება 15 იანვარს თბილისში გაიმართა. მას სპორტსმენები, საჯარო მოხელეები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.