ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქუთაისი 2010” თბილისის “ოლიმპთან” პრინციპულ მატჩს გამართავს

17 იანვარი, 2018 • ხატია ბანძელაძე • 1

“ქუთაისი 2010” თბილისის “ოლიმპთან” პრინციპულ მატჩს  გამართავს

„ქუთაისი 2010“ 19 იანვარს თბილისის „ოლიმპს“ შეხვდება.

11 გამარჯვებითა და 3 დამარცხებით ქუთაისი საკალათბურთო გუნდი სუპერლიგის პირველ ადგილს იკავებს. სამიდან ერთ მატჩში “ქუთაისი 2010” “ოლიმპმა” დაამარცხა, რაც 19 იანვრის მატჩის სირთულეს განაპირობებს.

პირველი ადგილის გასამყარებლად ქუთაისის გუნდს “ოლიმპთან” გამარჯვება სჭირდება.

რთული მატჩი კი შესაძლოა კაკი დვალიშვილისა და ბექა წივწივაძის გარეშე გაიმართოს. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისი2010-ის ფან-კლუბი ავრცელებს.

შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში 19 იანვარს, 18:30 საათზე გაიმართება.

თეგები: სპორტი