ქუთაისის საკრებულო ხვალ რიგგარეშე სხდომას გამარტავს. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორისაა ბიუჯეტის პროექტი.
2018 წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, ხვალვე დამტკიცდება.
რიგგარეშე სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.
ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს კომისიები დღეს განიხილავენ. დღესვე ხდება ბიუჯეტის პროექტის მოსახლეობისათვის გაცნობა. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები იმართება ვაკისუბბნისა და სულხან-საბას მუნიციპალიტეტებში.
საკრებულოს ფრაქცია “ნაციოალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, საკრებულოს განხილვა ზეპირსიტყვიერად მიმდინარეობდა, რის გამოც ბიუჯეტის არსებულ პორექტს მხარს არ დაუჭერენ.
ბიუჯეტის პროექტი მილიონი ლარით იზრდება.