სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს სახელფასო ხარჯები იზრდება

17 იანვარი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის საკრებულოს სახელფასო ხარჯები იზრდება

ქუთაისის საკრებულოში ანაზღაურებად დეპუტატთა რაოდენობა იზრდება. მერის მოადგილის იუზა უგლავას განცხადებით, სახელფასო ხარჯების ზრდა ახალი შტატების დამატების გამო ხდება.

მისივე თქმით, საკრებულოს ბიუჯეტი 1 320 000 ლარიდან 1 860 000 ლარამდე იზრდება, რაც ახალ შტატებზე გადანაწილდება.

ახალი დებულებით, საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილის შტაბი შეიქმნა.

ქუთაისის საკრებულოში ხუთი ფრაქციაა და შესაბამისად, ხუთი შტატის დამატება მოხდება. თითოეულის ხელფასი 1 200 ლარი იქნება.