სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხარაგაულში საპროტესტო აქცია დასრულდა

18 იანვარი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ხარაგაულში საპროტესტო აქცია დასრულდა

ხარაგაულში საპროტესტო აქცია დასრულდა. “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ” გაფიცულების მოთხოვნა დააკმაყოფილა. გაფიცულებსა და კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც გაფიცულები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ.

აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში 2 დღის წინ დაიწყო. გაფიცულები უსაფრთხოების ნორმების დაცვას და საშვებულებლო თანხის სრულად ანაზღაურებას მოითხოვდნენ.

კომპანიამ გაფიცულების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მოლაპარაკებაში აქტიურად იყო ჩართული რკინიგზის პროფკავშირი.

ამ თემაზე: “დღე არ გავა, ვინმე არ დაშავდეს”- ხარაგაულში მუშები გაიფიცნენ