ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

21 იანვარი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ქუთაისი – გელათის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამ დროისათვის მძიმეა ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა. ის მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი კლდეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, აღნიშნული ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.