ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

26 იანვარს ქუთაისის აბობენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

25 იანვარი, 2018 • ნიუპრესი • 1

26 იანვარს ქუთაისის აბობენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 26 იანვარს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქუთაისის აბონენტების ნაწილს.

დაგეგმილი ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

11:00-დან 18:30 საათამდე – 1578 აბონენტს ბუხაიძის, გამარჯვების, ზვიად გამსახურდიას, ი. აბაშიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 14:00 საათამდე – 1082 აბონენტს თამარ მეფის, ტყაბლაძის, სოლომონ 1, წერეთლის, კუპრაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

14:00-დან 17:00 საათამდე – 709 აბონენტს კ.გამსახურდიას, ოცხელის, ჭავჭავაძის, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

10:30-დან 14:00 საათამდე – 201 აბონენტს ქუთაისში შავგულიძის, კიბულას, მწვანეყვავილას ქუჩებზე, რიონის მარცხენა დასახლებაში, სოფლებში ნოღა, ზურგიშა, სორმონი, გუმათი.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.