ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

26 იანვარი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული პირი პოლიციამ თბილისში დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 22 იანვარს ბანკში გადაჭრილი თოფით ჭრილობა მიაყენა მოქალაქეს და გაიტაცა სალაროდან 1800 ევრო, 1802 ლარი, 5569 დოლარი და მიიმალა.

თანხის დიდი ნაწილი ჩხრეკის დროს ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული წარსულში ქურდობის და ძარცვის ბრალდებით არის ნასამართლევი.

ქუთაისში, “საქართველოს ბანკში” მოქალაქე დაჭრეს

ქუთაისში, ბანკის დაყაჩაღებისას დაჭრილ მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა