ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

29 იანვარს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

26 იანვარი, 2018 • ნიუპრესი • 1

29 იანვარს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქუთაისში გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს.

დაგეგმილი ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

11:00-დან 14:00 საათამდე – 1091 აბონენტს შანიძის აღმართზე, წერეთლის, ფოთის, ლომონოსოვის, ბაქოს და მიმდებარე ქუჩებზე.

14:00-დან 17:00 საათამდე – 2 აბონენტს წერეთლის ქუჩაზე.

13:00-დან 16:00 საათამდე – 407 აბონენტს ი. აბაშიძის, 9 აპრილის, ზვიად გამსახურდიას, ორახელაშვილის, გუგუნავას და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.