გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის პროგნოზი, უახლოეს დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
29 იანვარს დასავლეთ საქართველოში ღამით, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, ზოგან ძლიერად. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ზოგან იწვიმებს, დღისით კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაფიქსირდება.
29 იანვარს, თბილისში ღამით მცირე თოვლი, დღისით უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა + 3 გრადუსამდე დაფიქსირდება.
რაც შეეხება 30 იანვრის ამინდის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მთაში მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით უმეტესად ითოვებს, დღისით კი ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე იქნება.
30 იანვარს თბილისში ღამით შესაძლოა ითოვოს, დღისით კი უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე მოიმატებს.