სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

2 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

1 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

2 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

2 თებერვალს დაგეგმილი ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება:

11:00-დან 14:00 საათამდე – 1136 აბონენტს რუსთაველის, გრიშაშვილის, გ.ტაბიძის, ჩეჩელაშვილის, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 17:00 საათამდე – 336 აბონენტს ახალგაზრდობის, წერეთლის, მახვილაძის, ჭავჭავაძის ქუჩებზე.

14:00-დან 17:00 საათამდე – 549 აბონენტს ფალიაშვილის, ვარლამიშვილის, ლერმონტოვის, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.