სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

4 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვალს ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დედაქალაქში კი დღე უნალექოდ ჩაივლის და ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება.

მათივე ინფორმაციით, 4 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღისით ზოგან მცირე წვიმა, მაღალ მთაში თოვლია იქნება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით + 13 +18 იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, დღისით ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით – 3 +2 , დღისით + 9 + 14 გრადუსი იქნება.

5 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტეს რაიონში დღისით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, + 15 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ღამით ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით, +10 + 15 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, 5 თებერვალს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით მოსალოდნელია ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +3 დღისით +15 გრადუსი იქნება.

ipn.ge