სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

12 წლის შემდეგ “ბორჯღალოსნები” ქუთაისში ითამაშებენ

6 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

12 წლის შემდეგ  “ბორჯღალოსნები” ქუთაისში ითამაშებენ

ქუთაისი რაგბიში ევროპის ჩემპიონატის მატჩს უმასპინძლებს. 12-წლიანი შესვენების შემდეგ ქუთაისში სანაკრებო მატჩი ბრუნდება.

“ბორჯღალოსნები” 2018 წლის პირველ შეხვედრას 10 თებერვალს, “აია არენაზე” გამართავენ. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და თამაში სარაგბო კლუბ “აია არენას” მოედანზე გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში „ბორჯღალოსნები“ ხუთ შეხვედრას გამართავენ.

ეროვნული ნაკრების 28-წლიან ისტორიაში „ბორჯღალოსნები“ ქუთაისში მესამედ ითამაშებენ.

თეგები: სპორტი