შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ცნობილი რაგბისტის მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სასამართლოში გაიმართება

7 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 160

ცნობილი რაგბისტის მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სასამართლოში გაიმართება

საქმე 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხება.

ცნობილი რაგბისტის მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სასამართლოში 8 თებერვალს დაიწყება.

საქმე უკავშირდება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოყვა.

რაგბისტის დასჯას ითხოვს გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა, რომელმაც ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

გარდაცვლილის დედა მომხდარში კვირიკაშვილს ადანაშაულებს, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ნანა თოდუა საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს.

სრულად

ამ თემაზე:

ქუთაისთან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ცოლ–ქმარი ემსხვერპლა

თეგები: რაგბისამართალი