სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

8 თებერვალს ქუთაისის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

7 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

8 თებერვალს ქუთაისის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 8 თებერვალს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

11:00-დან 14:00 საათამდე – 397 აბონენტს გაპონოვის, ვარლამიშვილის, მაიაკოვსკის, ნიუპორტის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 17:00 საათამდე – 560 აბონენტს ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიას, მელიქიშვილის ქუჩებზე.

14:00-დან 17:00 საათამდე – 173 აბონენტს წერეთლის, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ცისფერყანწელთა, პუშკინის და დავით აღმაშენებლის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.