სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

8 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არც მგზავრები და არც მძღოლი არ დაშავებულა. მათ ავტობუსიდან გადმოსვლა მოასწრეს.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ავტობუსი სარფის საბაჟო პუნქტიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.ავტობუსში 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

ipn.ge