სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერის მეუღლე იმერეთის გუბერნიაში დასაქმდა

9 თებერვალი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის მერის მეუღლე იმერეთის გუბერნიაში  დასაქმდა

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მეუღლე იმერეთის გუბერნიაში დასაქმდა. თამთა ფოფხაძე მეუღლის ყოფილ სამსახურში თვითმმართველობის არჩევნების დროს დაინიშნა.

თამთა ფოფხაძე იმერეთის გუბერნიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.

გუბერნიაში აცხადებენ, რომ თამთა ფოფხაძე კონკურსის წესით შეირჩა. მან აღნიშნული თანამდებობა 16 ოქტომბერს დაიკავა.

მერის მეუღლე გასული წლის ზაფხულამდე ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში მუშაობდა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად. მან თანამდებობა გიორგი ჭიღვარიას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიღვარია მერად არჩევამდე იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იყო.

თამთა ფოფხაძის გუბერნიაში დანიშვნით “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონი არ ირღვევა.