ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მამაკაცი მეორე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა

10 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში მამაკაცი მეორე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მრავალსართულიანი ბინის მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. 77 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველთა თქმით, მამაკაცი აივანზე იყო, რა დროსაც გადავარდა.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და სასწრაფო. ცხედარი გადაყვანილია ექსპერტიზაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.