სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

11 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

საქართველოში 11 თებერვლიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.

12 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემერატურა +10, +15 გრადუსი იქნება.

ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია შტორმი.

უამინდობა რამდენიმე დღე გასტანს.