სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში კინოთეატრი „საქართველო“ 16 თებერვალს მუშაობას იწყებს

15 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში კინოთეატრი „საქართველო“ 16 თებერვალს მუშაობას იწყებს

ქუთაისში კინოთეატრი „საქართველო“ იწყებს ტექნიკურ რეჟიმში მუშაობას. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, კინოთეატრს აქვს 6 კინოდარბაზი (ამათგან 2 – 130 ადგილიანი, 2 – 67 ადგილიანი და 2 VIP დარბაზი ). „საქართველოს“ მსოფლიოში ცნობილ კინო კომპანიებთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები.

კინოთეატრში ფილმების ჩვენება მოხდება 3D ფორმატში. კინოთეატრის სამუშაო დრო 10:00 სთ-დან ბოლო სეანსის დასრულებამდე. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ გარდერობით. აქვე ფუნქციონირებს კაფე.

კინოთეატრში ნაჩვენები იქნება ფილმები:

  • კომედია- დაბოლილი ნასოსი
  • დრამა – მძველები
  • მელოდრამა- თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი
  • მხატვრული ფილმი- აღმასვლა

2018 წლის 21 თებერვალს იქნება რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის პრემიერა “ექვთიმე ღვთისკაცი”.

ქუთაისში “ექვთიმე ღვთისკაცის” ჩვენებას რეზო ჩხიკვიშვილი დაესწრება