ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ავღანეთის ომის ვეტერანებს ფულადი დახმარება გადაეცათ

15 თებერვალი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ავღანეთის ომის  ვეტერანებს  ფულადი დახმარება გადაეცათ

ქუთაისში ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის დღე აღნიშნეს.

მერიის ინფორმაციით, ქუთაისის ვიცე–მერმა გიორგი იობაშვილმა, მხარის ვიცე-გუბერნტორმა გრიგოლ დალაქიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ ავღანეთში მებრძოლ ჯარისკაცებთან ერთად, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დღესვე, ავღანეთის ომის ვეტერანებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფულადი დახმარება გადასცა. 38 ვეტერანს 150-150 ლარი გადაეცა.

ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა 1989 წლის 15 თებერვალს დასრულდა, რომლითაც შესრულდა ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმება ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ. ქუთაისში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.