საქსტატი მოსახლეობის რაოდენობის მონაცემებს აქვეყნებს. ორგანიზაციის კვლევაში წარმოდგენილია ქვეყნის მოსახლეობის საერთო მაჩვენებელი წლების და რაიონების მიხედვით.
წარმოდგენილი ანგარიშით, 2001 წლიდან 2017 წლამდე მოსახლეობა 4 401400-დან 693 200 ადამიანით შემცირდა.
კლება ყველა წელს მოხდა, თუმცა მნიშვნელოვანი კლება 2015 წელს დაფიქსირდა, მონაცემებმა 3 713 700 შეადგინა.
მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობა იმერეთში, 697 600 ადამიანი იყო 2001 წელს, 2017 წელს კი 529 700 შეადგინა.
მოსახლეობის რიცხოვნების შემცირების მიზეზად შობადობის კლება და მზარდი მიგრაცია სახელდება.

