“ევროპული საქართველოს” ახალგაზრდა წევრებმა პარლამენტთან თავზე ტომრებით აქცია გამართეს. აქციის წევრები პარლამენტისაგან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. მათი თქმით, არ უნდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანებს იტაცებენ. “ევროპულის საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს რეალურ კითხვებს და გასცეს პასუხი ამ საქმეზე. მისივე განცხადებით, ამისთვის აუცილებელია რეალური საგამოძიებო კომისიის შექმნა.
ქუთაისში პარლამენტთან ახალგაზრდებმა თავზე ტომრებით აქცია გამართეს
23 თებერვალი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები