სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში უხვი ნალექის გამო ქუჩები დაიტბორა

5 მარტი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში უხვი ნალექის გამო ქუჩები დაიტბორა

ქუთაისში რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს. უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

ააიპ ” სპეციალურმა სერვისების” წარმომადგენლებმა უკვე გაწმინდეს ლესელიძის ქუჩა და ამ დროისთვის მუშაობენ წერეთლის ქუჩაზე, სადაც იმ ღელეების და ცხელი წერტილების გაწმენდა მიმდინარეობს, რომელმაც შეიძლება უხვი ნალექის დროს პრობლემები შექმნას.

ააიპის თანამშრომლები ამ დრომდე სხვადასხვა ქუჩაზე ატარებენ გაწმენდით სამუშაოებს.

უხვი ნალექის გამო ადიდებულია მდინარე რიონი.