6 – 7 მარტის საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდი იქნება-. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მცირე ნალექი მოსალოდნელია ცალკეულ რაიონში.
ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია +17, +22 გრადუსის ფარგლებში.
აღმოსავლეთ საქართველოში 6 მარტს +7, +12, ხოლო 7 მარტს +12, +17 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა 6 მარტს +9, +11 გრადუსი იქნება, 7 მარტს +15, +17 გრადუსამდე დათბება.