სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ძლიერი ქარი, მთაში – ქარბუქი -საქართველოში ამინდი უარესდება

7 მარტი, 2018 • ნიუპრესი • 1

ძლიერი ქარი, მთაში – ქარბუქი -საქართველოში ამინდი უარესდება

საქართველოში ამინდი ისევ უარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი, მთაში – ქარბუქი, ზღვაზე – შტორმი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 მარტიდან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 9 მარტს დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 10 მარტს ღამის საათებში კი მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.