ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჯავახოში მეწყერმა გზა დააზიანა

10 მარტი, 2018 • ნიუპრესი • 1

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჯავახოში მეწყერმა  გზა დააზიანა

უხვი ნალექის შედეგად სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჯავახოში მეწყერმა გზა დააზიანა. მუნიციპალიტეეტიის მერიის ინფორმაციით, ასევე დაზიანდა ადგილობრივი მცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი.

დაზიანებული ტერიტორია უკვე შისწავლეს გეოლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. დასკვნა და ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა, რის შემდეგაც სამუშაოების შესრულების პროცესი დაიწყება.

ორდღიანმა ძლიერმა ქარმა იმერეთში, თერჯოლის და საჩხერის მუნიციპალიტეტებში სკოლები დააზიანა.