სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 12 ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

10 მარტი, 2018 • ნიუპრესი • 1

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული  12 ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

ქუთაისი – ზესტაფონის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 12-ივე ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში განმარტვენ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის ერთი არასრულწლოვანია მოთავსებული, რომლის მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა.

მათივე ინფორმაციით, სხვა დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სამი პაციენტი დღეს ბინაზე გაეწერება.

წყალწითელას მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.