სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს თანამშრომელი დაიღუპა

12 მარტი, 2018 • ნიუპრესი • 1

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს თანამშრომელი დაიღუპა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს 55 წლის თანამშრომელი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვეას გულისხმობს.

მათი ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი, მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია. საამქროს თანამშრომელი ჭერის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. 55 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.